ახალი ამბები

პანკისში ავტომობილი ბავშვებს დაეჯახა, დაზარალებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს

22 სექტემბერი, 2018 • 1439
პანკისში ავტომობილი ბავშვებს დაეჯახა, დაზარალებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს

პანკისში ავტომობილი რამდენიმე ბავშვს დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და არც ერთი მათგანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. მძღოლი შსს-მ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

როგორც Reginfo წერს, დაკავებული კაცი იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც „პანკისობა 2018“-ში იღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან ჯაჭვის გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა.

შსს-ში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი