ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით19 მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

22 სექტემბერი, 2018 • 1832
სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით19 მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით 19 მეწარმე სუბიექტი უწყებამ პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეები, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციაში ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, რითაც სახელმწიფო თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი 350 000 ლარს აღემატება. მათივე თქმით, გამოძიების პროცესში, მეწარმე სუბიექტების მიერ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული ზიანი 100 000 ლარის ოდენობით.

უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 19 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი