ახალი ამბები

გორში მოხუცის ცემისა და ძარცვის ბრალდებით დაზარალებულის შვილი და შვილიშვილი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 • 2507
გორში მოხუცის ცემისა და ძარცვის ბრალდებით დაზარალებულის შვილი და შვილიშვილი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, გორში 84 წლის მოხუცის ცემისა და ძარცვის ბრალდებით დაზარალებულის შვილი და შვილიშვილი დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია – 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ. ბრალდებულები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი