ახალი ამბები

I მოსმენით მიღებულია რეგლამენტი, რომლითაც პარლამენტი თბილისში გადმოდის

21 სექტემბერი, 2018 • 1572
I მოსმენით მიღებულია რეგლამენტი, რომლითაც პარლამენტი თბილისში გადმოდის

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტის პროექტი, რომელიც პარლამენტის მდებარეობად ქუთაისის ნაცვლად თბილისს ადგენს.

რეგლამენტის ამ ვერსიას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მხოლოდ 1 წავიდა წინააღმდეგ.

საქართველოს პარლამენტი 2019 წლის იანვრიდან დედაქალაქში გააგრძელებს პლენარულ სხდომებს.

ამის შემდეგ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შსს აპირებს პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი