ახალი ამბები

2016 წელს 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლისგან — ჯანმოს ანგარიში

21 სექტემბერი, 2018 • 2540
2016 წელს 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლისგან — ჯანმოს ანგარიში

2016 წელს 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის მოხმარების შედეგად.  CNN-ის თანახმად, ასეთი შედეგი დაფიქსირდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო/WHO) ახალ ანგარიშში.

ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 2016 წელს მსოფლიოში ყოველი მეოცე ადამიანი ალკოჰოლის მოხმარების გამო დაიღუპა.

ჯანმოს პრესრელიზის თანახმად, ამ სამი მილიონი ადამიანიდან 75%-ზე მეტი კაცია.

სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე მეტად დაფიქსირებულია დაზიანებები ალკოჰოლური თრობის შედეგად (შემთხვევათა 28%). მეორე ადგილზეა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (21%), მესამეზე კი— გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (19%). სხვა შემთხვევებში ფიქსირდებოდა ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, ფსიქიკური დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რაც ალკოჰოლის მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

ამავე ანგარიშის თანახმად, ალკოჰოლს მოიხმარს დაახლოებით 2.3 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში.

გარეკანის ფოტო: EPA-EFE/DANIEL MUNOZ ს 

მასალების გადაბეჭდვის წესი