ახალი ამბებისამართალი

გიგა მაქარაშვილი პირდაპირ ეთერში მარიხუანის მოწევისთვის 500 ლარით დააჯარიმეს

21 სექტემბერი, 2018 • 4086
გიგა მაქარაშვილი პირდაპირ ეთერში მარიხუანის მოწევისთვის 500 ლარით დააჯარიმეს

გუშინ, 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში მარიხუანის მოწევისთვის. ინფორმაცია სასამართლოში დაგვიდასტურეს.

თან გაბრაზებულან [სასამართლოში], არ იკადრა მოსვლაო. ჩამოვალ და გადავიხდი, ბატონებო,” – წერს აქტივისტი ფეისბუკის პირად გვერდზე.

გიგა მაქარაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისი 14 სექტემბერს დატოვა და ენგურის მიმართულებით დღეში 30 კილომეტრს ფეხით გადაადგილდება. აქტივისტი სასამართლო პროცესს ამის გამო ვერ დაესწრო. გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდამდე მისვლას 27 სექტემბერს გეგმავს.

მაქარაშვილმა გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” მარიხუანა 5 სექტემბერს მოსწია, სადაც დისკუსია სწორედ მცენარე კანაფის მოხმარების ლეგალიზების შესახებ მიმდინარეობდა. ტელეკომპანია “იბერიის” კიდევ ერთმა სტუმარმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა და აქტივისტის დაჯარიმება მოითხოვა.

მას სამართალდამცველები გვიან ღამემდე კითხავდენენ, ჩატარდა ექსპერტიზაც. დიმიტრი ლორთქიფანიძეს მაქარაშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც სურდა სასამართლოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით იძიებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი