ახალი ამბები

ბოლივუდის მსახიობი ქართველ მესაზღვრეს რასიზმში ადანაშაულებს

21 სექტემბერი, 2018 • 5322
ბოლივუდის მსახიობი ქართველ მესაზღვრეს რასიზმში ადანაშაულებს

ბოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი რიჩა ჩადჰა ქართველ მესაზღვრეს რასიზმში ადანაშაულებს. მსახიობი, რომელიც ქვეყანაში ინდურ-ამერიკული ტელესერიალის გადაღებების დროს იმყოფებოდა, ტვიტერზე წერს, რომ ქვეყნის გამშვებ პუნქტზე რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. მსახიობის განცხადება ინდურ მედიაში ფართოდ გაშუქდა.

https://twitter.com/RichaChadha/status/1042731110449508352

“საქართველოს დატოვებისას საპასპორტო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შემხვდა. მან ჩემი პასპორტი მაგიდაზე ორჯერ დააგდო, შემდეგ ქართულ ენაზე რაღაც ჩაილაპარაკა, დამიყვირა და მოითხოვა, რომ ავჩქარებულიყავი. სამწუხაროა, რომ ქვეყნის დატოვებისას ბოლოს ასეთ ადამიანებს ვხედავთ” ,- წერს ჩადჰა.

ამ განცხადებამდე ჩადჰა წერდა, რომ საქართველოში მას ძალიან თავაზიანი ტაქსისტი შეხვდა, რამაც ქვეყანაზე მისი წარმოდგენა შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ პოსტზე ჩადჰას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომელბიც საქართველოში მსგავს რასისტულ დამოკიდებულებებზე წერენ.

რიჩა ჩადჰა ბოლივუდის ცნობილი მსახიობია , მისი კარიერა ათობით ფილმს ითვლის. როგორც გაირკვა, საქართველოში ინდურ-ამერიკული ტელესერიალის “Inside Edge-ის” გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს და მათგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი