ახალი ამბები

ფრანგული სასამართლო მარინ ლე პენისგან ფსიქიატრიული შემოწმების გავლას ითხოვს

21 სექტემბერი, 2018 • 2303
ფრანგული სასამართლო მარინ ლე პენისგან ფსიქიატრიული შემოწმების გავლას ითხოვს

ფრანგული სასამართლო ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენისგან ფსიქიატრიული შემოწმების გავლას ითხოვს. როგორც BBC წერს, მოსამართლის განჩინება ლე პენისთვის ფსიქიატრიული გამოკვლევის დანიშვნის თაობაზე პოლიტიკოსის მიერ ე.წ. ისლამური რესპუბლიკის ფოტოების გაზიარების საქმეს უკავშირდება.

ფოტოები ლე პენმა 2015 წელს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ჟურნალისტის საპასუხოდ გააზიარა, რომელმაც ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეადარა. ამის საპასუხოდ პოლიტიკოსმა 3 ფოტო გააზიარა, მათ შორის ერთზე გამოსახული იყიო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ მოკლული ამერიკელი ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული.

მოსამართლის განჩინებაში, რომელიც პოლიტიკოსმა თავად გაასაჯაროა, ვკითხულობთ, რომ მოსამართლეს სურს გაიგოს, ხომ არ აქვს ლე პენს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პრობლემები და აცნობიერებდა თუ არა ქმედებას, რომელსაც სჩადიოდა.

ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, იკრძალება ძალადობრივი მესიჯების ცირკულირება მათ შორის ტერორიზმის, პორნოგრაფიის ან მესიჯების, რამაც შესაძლოა ადამიანის ღირსება შელახოს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას შეიძლება განესაზღვროს სასჯელის სახით ჯარიმა ან პატიმრობა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ლე პენი შემოწმების გავლას არ აპირებს. “საინტერესოა, როგორ მაიძულებს სასამართლო ამის გაკეთებას”, – უთხრა ლე პენმა ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი