ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბურჯანაძე რუსეთში პუტინის მხარდაჭერილ ქალთა ფორუმს ესწრება

20 სექტემბერი, 2018 • 21479
ბურჯანაძე რუსეთში პუტინის მხარდაჭერილ ქალთა ფორუმს ესწრება

ნინო ბურჯანაძე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რიგით მესამე ევრაზიულ ქალთა ფორუმს ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთის ფედერაციის საბჭო და დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეაა.

ფორუმის მთავარი თემაა “ქალები გლობალური უსაფრთხოებისთვის და მდგრადი განვითარებისთვის”.  ფორუმი თავად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა. 

როგორც rambler.ru წერს, “ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ ის პირველი ფორუმის სტუმარი იყო და ღონისიძების იდეისთვის მადლიერია ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოსი”.

ოფიციალური ცნობით, ფორუმს 110 ქვეყნიდან დაახლოებით 2000 ქალი დაესწრო.  აფხაზური მედიის ცნობით, ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ქალები აფხაზეთიდან.

ქალები აფხაზეთიდან რუსეთში გამართულ ფორუმზე აფხაზური დროშის ფონზე; ფოტო: apsnypress

გამომსვლელებს შორის, როგორც გამოცემა წერს, იყვნენ ფედერაციის საბჭოს სპიკერი, ვალენტინა მატვიენკო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, გაეროს წარმომადგენელი ფუმზილე მლამბო ნგკუკა, ფიფას გენერალური მდივანი ფატმა სამურა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი