ახალი ამბები

ვაშაძე “ნარკომცენარეების” წარმოების კონსტიტუციით აკრძალვას ითხოვს

20 სექტემბერი, 2018 • 2036
ვაშაძე “ნარკომცენარეების” წარმოების კონსტიტუციით აკრძალვას ითხოვს

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც “ნარკომცენარის” წარმოებას აკრძალავს. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეწარმეო მიზნებისთვის კანაფის მოყვანა საქართველოში ამჟამადაც აკრძალულია, თუმცა, კანონის დონეზე. ვაშაძეს კი მისი კონსტიტუციით აკრძალვა სურს.

ამასთან, ვაშაძე ითხოვს, რომ მმართველმა გუნდმა უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც კანაფის წარმოების ლეგალიზებას ითვალისწინებს სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციისთვის.

ამავე თემაზე გირჩევთ

კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?

მასალების გადაბეჭდვის წესი