ახალი ამბები

კლიენტის სახელი რამდენი ასოსგანაც შედგება, იმდენპროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობენ

20 სექტემბერი, 2018 • 2062
კლიენტის სახელი რამდენი ასოსგანაც შედგება, იმდენპროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობენ

ტექნიკის მაღაზია “ელიტ ელექტრონიქსმა”  მომხმარებლებს Asus – ის ნოუთბუქზე იმდენპროცენტიან ფასდაკლება შესთავაზა, რამდენი ასოც მის სახელშია. მაგალითად, თუ მომხმარებელს კონსტანტინე ჰქვია, მაშინ მას შეუძლია ამ ფირმის კომპიუტერი 11% – იანი ფასდაკლებით შეიძინოს.

Asus – ის ნოუთბუქზე ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა მაღაზიაში პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს. ნეტგაზეთს ტექნიკის მაღაზიაში უთხრეს, რომ ფასდაკლების შეთავაზება Asus – ის ყველა სახის ნოუთბუქზე ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, ფასდაკლება 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი