ახალი ამბები

სოფო კილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავს იმიტომ ესხმიან, რომ ქალია

19 სექტემბერი, 2018 • 1506
სოფო კილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავს იმიტომ ესხმიან, რომ ქალია

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიაში თავს იმიტომ ესხმიან, რომ ის ქალია. ამის შესახებ კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

“ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა. მსოფლიოში დღევანდელი ერთ-ერთი ძირითადი უფლებრივი მიმართულება არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა… თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სხვადასხვა დანყაოფებისაგან. ეს თავდასხმა უღირსი ფორმებით არის, რომელიც ძალიან ამორლაურია”, – განაცხადა კილაძემ და დასძინა, რომ ყველა უნდა მიესალმებოდეს პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების ჩართულობას.

“ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებას, არის უფრო ჰუმანური და პოლიტიკა სოციალურად უფრო მეტად ორიენტირებულია”, – თქვა კილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი