ახალი ამბები

მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს

19 სექტემბერი, 2018 • 2627
მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

კიკორიას განცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის დატოვების შესახებ პარლამენტის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია და 14 სქტემბრით თარიღდება. ნეტგაზეთის კითხვაზე, რის გამო მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება, მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა განცხადება საკუთარი სურვილის საფუძველზე დაწერა.

ბანკში ასევე განმარტავენ, რომ საბჭოს წევრობის დატოვება ვიცეპრეზიდენტობის თანამდებობიდან წასვლას ავტომატურად გულისხმობს.

მურთაზ კიკორია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოს წევრობის კანდიდატად 2016 წლის ნოემბერში წარადგინა.  მანამდე “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი “საქართველოს ბანკის” ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა.

გარეკანი ფოტო:  “კომერსანტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი