ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა იჩხუბეს

19 სექტემბერი, 2018 • 2053
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა იჩხუბეს

იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს, Imereti.news-ის ცნობით, ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც “სისხლიანი გარჩევა” მოჰყვა.

“ნეტგაზეთი” ელოდება პასუხს შსს-სგან, დაწყებულია თუ არა მომხდარზე გამოძიება.

IPN-ის ინფორმაციით, “ოცნების” დეპუტატები, ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე, თავს დაესხნენ გია უკლებას და გიგა შუშანიას, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

მათივე ცნობით, დაპირისპირება უკავშირდება მერიის მიერ დაშვებულ შეცდომას — გუშინ მათ არაზუსტად დაასახელეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი სკვერი. სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, მერიამ და უშუალოდ მერმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ნიკო ნიკოლაძის სკვერში დაამონტაჟეს განათებები, ამის გამო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს, წერს “ინტერპრესნიუსი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი