ახალი ამბებირეკლამა

Caudalie-ს ახალი სერია VINOPURE – ჯანსაღი კანის საიდუმლო

19 სექტემბერი, 2018 • 9677
Caudalie-ს ახალი სერია VINOPURE – ჯანსაღი კანის საიდუმლო

ჯანსაღი, სუფთა და გლუვი კანი რომ გქონდეთ, ამისთვის ოდნავი ძალისხმევა და მოვლის სწორად შერჩეული საშუალებების გამოყენებაა საჭირო. კანის სიჯანსაღე განსაზღვრავს თქვენს ყოველდღიურ, კარგ განწყობასა და თავდაჯერებულობას. ამ ელემენტარულ კომფორტს კი ყველა ადამიანი იმსახურებს.

ყურძნის პოლიფენოლი და ექვსი ეთერზეთის კომბინაცია: ლავანდა, მელისა, მენთოლი, როზმარინი, ბალბა და ციტრონელის ზეთი ქმნის უნიკალურ კოქტეილს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე პრობლემის აღმოფხვრა შეუძლია: ხელს უშლის აკნეს გავრცელებას, აფერხებს ფორების დახშობასა და ცხიმის გამოყოფას.

სხვა საშუალებებისგან განსხვავებით CAUDALIE-ს ახალი სერია VINOPURE შეიცავს ნატურალურ სალიცილის მჟავას – რომელიც მიიღება მცენარე Gaulthéria-სგან. იგი ათანაბრებს კანის ზედაპირს და კრავს ფორებს, ვარდის წყალი კი კანის ცოცხალ, სასიამოვნო შეფერილობას უზრუნველყოფს.

 

Vinopure purifying lotion – 200 ml

სერია VINOPURE-ის ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონიკია. გამოიყენება როგორც დღისით, ასევე ღამით. ყურძნის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს სახის კანს. პოლიფენოლი ცხიმის სინთეზის მარეგულირებელი, შავი წერტილების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტია, ექვსი ეთერზეთის კოქტეილი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება, სალიცილის მჟავა კი ავიწროებს ფორებს და კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.

Vinopure serum – 30 ml

სერიაში შემავალი  ცხიმიანი და კომბინირებული კანის შრატი ანთებითი უბნების სამკურნალოდაა განკუთვნილი. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ამცირებს შავ წერტილებს.

პოლიფენოლი, ექვსი ეთერზეთის კოქტეილი და სალიცილის მჟავა შედის შრატის შემადგენლობაშიც, მისი ერთ-ერთი ინგრედიენტი ვარდის წყალია – ცხიმის კონტროლისა და კანის ჯანსაღი ფერისთვის. შრატის გამოყენება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დასაშვებია.

 

Vinopure matifying fluid – 40 ml

კოდალის ახალ სერიაში შემავალი შემდეგი საშუალება ცხიმიანი და კომბინირებული კანის კრემია გლუვი ეფექტით. კრემი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში საგრძნობლად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ეფექტი მოხმარებიდან რამდენიმე დღეშია შესამჩნევი.

პოლიფენოლი, ექვსი ეთერზეთის კოქტეილი და ვარდის წყალი შედის ამ საშუალების შემადგენლობაშიც. მინერალური პუდრა კი ეხმარება კანს სიგლუვის შენარჩუნებაში.

შესაძლოა არ უჩიოდეთ კანის პრობლემებს, მოვლის არც სპეციალური საშუალებები გჭირდებოდეთ და მშვიდად იყოთ. ცხიმიანი ან კომბინირებული, პრობლემური კანის მქონე პირებმა კი შეგიძლიათ თავი დააღწიოთ უსიამოვნო გართულებებს და, უბრალოდ, მიანდოთ თქვენი სახის კანის გაჯანსაღება-სიგლუვე CAUDALIE-ს ახალ, უნიკალურ სერიას VINOPURE. სერიაში შემავალი კანის მოვლის საშუალებების გამოყენების შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებთ დახშულ ფორებსა და უსიამოვნო შავ წერტილებს სახეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი