ახალი ამბები

ბორჯომში ხის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

19 სექტემბერი, 2018 • 1524
ბორჯომში ხის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 შემთხვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებულ ავტომანქანებზე, ჯამში, 11 მ3 წიფლის სახეობის დაჭრილი ხის მასალა იყო განთავსებული.  მძღოლმა მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც ავტომანქანები დაილუქა.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქმები შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66–ე და 128–ე მუხლებით, რაც 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი