ახალი ამბები

წულუკიანი შესანიშნავ ინიციატივას უწოდებს კონსტიტუციაში “ოჯახის დეფინიციის ცვლილებას”

28 მარტი, 2014 • • 1497
წულუკიანი შესანიშნავ ინიციატივას უწოდებს კონსტიტუციაში “ოჯახის დეფინიციის ცვლილებას”

“ეს კანონპროექტი მთლიანად ასახავს იმ ქართულ ტრადიციებს, რასაც ჰქვია შემწყნარებლობა, რასაც ჰქვია განსხვავებული ადამიანების ერთმანეთისადმი პატივისცემით მოპყრობა, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევახსენოთ ჩვენს თავს ერთი მარტივი რამ, რომ ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს, სადაც საზოგადოება არის ტოლერანტული. არ შეიძლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დავუქვემდებაროთ განსხვავებულ მოპყრობას, ან რაიმე ტიპის ძალადობას.


პრემიერი გამოვიდა შესანიშნავი ინიციატივით, რომ თუკი ეს წერია კანონში და თქვენ იცით, რომ არ არის დაშვებული ერთსქესიანი ქორწინება, პრემიერი თვლის, რომ ეს ავიყვანოთ მაღალ რანგში და პირდაპირ ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის”,- განაცხადა წულუკიანმა. 

 

წულუკიანს იმედი აქვს, რომ პარლამენტი კანონპროეტს კანონად აქცევს, რადგან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინ წაიწიოს რეფორმებისა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. 

 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ “ოჯახი არის ქალსა და მამაკაცს შორის ერთობა”. ეს განცხადება მან ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრის დროს გააკეთა და მხედველობაში სავარაუდოდ ჰქონდა კონსტიტუციაში ქორწინების და არა ოჯახის  შესახებ არსებული ჩანაწერი. 

წულუკიანი
წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი