მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 68 346 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადასცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 68 346 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადაეცა.

სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი სოფელ ქვაბიჯვარში მდებარეობს.

ეკლესიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მთავრობამ 12 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.