ახალი ამბებირეკლამა

“თიბისის” პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსში “SystemJet”-მა გაიმარჯვა

18 სექტემბერი, 2018 • 2646
“თიბისის” პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსში “SystemJet”-მა გაიმარჯვა

17  სექტემბერს სასტუმრო “სტამბაში” თიბისი ბანკმა პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა და ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასულმა ექვსმა გუნდმა საჯარო პრეზენტაციაზე, სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპები წარადგინა, რომლებიც მომავალში ბიზნესის ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას შეუწყობს ხელს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

[checklist]

  • I ადგილი – SystemJet
  • II ადგილი – InvoiceWave
  • III ადგილი – Contracts.ge

[/checklist]

პროექტის მთავარმა პარტნიორმა – ევროპულა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) – გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი 15 000 ლარით დააჯილდოვა.

SystemJet – განკუთვნილია სილამაზის სალონებისთვის, ესთეტიკური ცენტრებისთვის და მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის. პროგრამა ბიზნესს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს კლიენტების ბაზა, მათი ისტორია, მარაგი, შემოსავალი და ხარჯი. პროგრამა ასევე დამოუკდიებლად ამუშავებს მონაცემებს.

“დღევანდელი გამარჯვება ჩვენი შრომის და ბევრი ნათევი ღამის დაფასებაა. ჩვენ ვზრუნავთ სხვა კომპანიების განვითარებაზე. ეს გამარჯვება გარდამტეხი იქნება ჩვენი ბიზნესისთვის. მადლობა თიბისი ბანკს მხარდაჭერისთვის,” – ამბობს ლევან მესხიშვილი, “systemjet”-ის დირექტორი.

InvoiceWave – ბიზნესს ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში ეხმარება. პროგრამა აღრიცხავს გადახდებს, ხარჯებს, აანალიზებს მონაცემებს, ამზადებს ინვოისსა და ფინანსურ ანგარიშებს.

Contracts.ge – არის პლატფორმა, სადაც ხელშეკრულებების, აქტების, ოქმების, მინდობილობისა თუ სხვა დოკუმენტების მომზადება ონლაინ, სწრაფად და იურისტის დახმარების გარეშე შეგიძლიათ. პლატფორმაში ჩაშენებულია სხვადასხვა სამართლებრივი რეგულაციები, იურიდიული ჩანაწერები და კანონები.

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე – Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებს ბიზნესებთან აკავშირებს და სადაც კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და აღმოაჩინონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა – კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მზადდებოდეს ბიზნესისთვის საჭირო პროგრამები. სწორედ ეს იყო კონკურსის მიზანი – ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მიღება, რომელიც ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს. ძალიან ბევრი და კარგი იდეა შემოვიდა და ჩვენ მათგან სამი გამოვარჩიეთ,” – ამბობს “თიბისის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი.

თუმცა, თიბისის ძალისხმევა კონკურსის ჩატარებით არ შემოიფარგლება. ნიკოლოზ ქურდიანის განმარტებით, ბანკი ფინალში გასულ ექვსივე გუნდს ბაზარზე პოზიციონირებაში სხვადასხვანაირად დაეხმარება.

[blue_box]განახლებული ინტერნეტ ბანკი[/blue_box]

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფარგლებში შექმნილ პროდუქტებთან ერთად, თიბისი ბანკმა აუდიტორიას ბიზნესკლიენტებისათვის განახლებული ინტერნეტბანკი წარუდგინა.

თანამედროვე ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისი ინტერნეტბანკი იურიდიულ პირებს გაუმჯობესებულ ფუნქციონალს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე მომხმარებელზე უკეთ მორგებულ, სწრაფ და გამარტივებულ ინტერფეისს, მარტივად ნავიგაციისა და ძებნის უნივერსალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის თითოეულ ეტაპზე თიბისი ბანკის ბიზნესკლიენტები თავად იყვნენ ჩართულები და ინტერნეტბანკი მათი რჩევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განახლდა.

თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსის, ზვიად წოწკოლაურის თქმით, ციფრული მიმართულების განვითარება ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, თიბისის იურიდიული კლიენტების ტრანაქციების 92 პროცენტი ონლაინ, დისტანციურად სრულდება:

“ჩვენი ინტერნეტბანკი გახდა გაცილებით მარტივი და სწრაფი. შეიცვალა დიზაინი და ის თვალისთვის ნაკლებად დამღლელი და მარტივად კითხვადია. სისტემა უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა, რაც უამრავ ახალ შესაძლებლბოას გვაძლევს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი