ახალი ამბები

შსს თბილისში დროებითი მოთავსების ახალ იზოლატორს ააშენებს

18 სექტემბერი, 2018 • 6314
შსს თბილისში დროებითი მოთავსების ახალ იზოლატორს ააშენებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში დროებითი მოთავსების ახალ იზოლატორს ააშენებს.

ავჭალის ქუჩა N17-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის შსს-ს 4 მილიონ 255 ათას 555 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სამინისტრო მომსახურებას ელექტრონული ტენდერით აუქციონის გარეშე შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება 14 სექტემბერს დაიწყო და ხვალ, 19 სექტემბერს დასრულდება.

ახალი იზოლატორი შსს-ს უნდა ჩაბარდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღეში.

სატენდერო პირობის მიხედვით, საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი, დანადგარებზე და აგრეგატებზე- ასევე 2 წელი, ბეტონის კონსტრუქციებზე – 25 წელი, ხოლო სახურავის ვარგისიანობაზე – 7 წელი.

ანტივანდალური უნიტაზი / იზოლატორის საპროექტო დოკუმენტიდან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი