ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პირველი კუპიურა გამოუშვეს

18 სექტემბერი, 2018 • 10656
აფხაზეთში პირველი კუპიურა გამოუშვეს

აფხაზეთში პირველი ქაღალდის ფული [500 “აფსარი”- 5 ათასი რუსული რუბლის ეკვივალენტი – დაახლოებით, 73 აშშ დოლარი] დაბეჭდეს. ოფიციალური ინფორმაციით, ბანკნოტი საიუბილეოა და “აფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავისადმია” მიძღვნილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, ბესლან ბარათელიას თქმით, “პირველი აფხაზური კუპიურა, რომელზეც პირველი პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბაა გამოსახული, ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის”.

მისივე განცხადებით, ბანკნოტი მიმოქცევაში 2018 წლის 29 სექტემბერს ჩაეშვება და მისი ტირაჟი 10 000-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი