ახალი ამბები

მეტროს სამი 4-ვაგონიანი და ერთი 3-ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება

18 სექტემბერი, 2018 • 1141
მეტროს სამი 4-ვაგონიანი და ერთი 3-ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახმატელი – ვარკეთილის ხაზს სამი 4-ვაგონიანი შემადგებლობა, ხოლო საბურთალოს ხაზს ერთი 3-ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება.

კალაძის განმარტებით, მერიამ ეს გადაწყვეტილება სასკოლო წლის დაწყებასა და მგზავრთა თანმდევი მატების გამო მიიღო. მისი თქმით, პიკის საათებში მოსახლეობას ლოდინი 5-6 წუთი უწევს, ახალი შემადგელობების დამატებით კი ეს დრო 3 წუთამდე შემცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი