ახალი ამბები

“წყლის ნაყვა” მთავრობის ადმინისტრაციასთან [ვიდეო]

27 მარტი, 2014 • • 2690
“წყლის ნაყვა” მთავრობის ადმინისტრაციასთან [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციის წინ 40-მდე ადამიანი 5 საათზე ქვასანაყებით შეიკრიბა და წყლის ნაყვას შეუდგა. აქციის ორგანიზატორი არტისტი კოტე ჯინჭარაძეა.

წყლის ნაყვა არის ძველი ქართული გამოთქმა, როგორც როდინობის კვირა, რომელიც ქვასანაყს უკავშირდება, ანუ, არასოდეს. ამჯერად ფორმამ, პირიქით, უნდა მიიქციოს მათი ყურადღება, ვისაც შეუძლია მათი გადაჭრა”,- განმარტავს არტისტი. 

 წყლის ნაყვა მთავრობის ადმინისტრაციასთან

ჯინჭარაძის თქმით, “წყლის ნაყვა” სოციალური აქციაა, რომლიც მან რამდენჯერმე განახორიცელა სხვადასხვა საკითხის თაობაზე ყურადღების მისაპყრობად. 

“ის, რაც ხდება საყდრისში, გუდიაშვილის მოედანზე, ვაკის პარკში, ანუ ხალხი გამოდის, ვლაპარაკობთ, ვითხოვთ რაღცას და მართლა წყლის ნაყვას ემსგავსება ეს ყველაფერი, როცა არავინ არ გვისმენს. ვითხოვთ, რომ გამოიყოს არქეოლოგთა და მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც უკვე მუშაობდა იქ. შეისწავლონ ძეგლი, რა ხდება ამ ძეგლზე.” ამბობს ნატალია ვაჭაძე, ხელოვანთა ჯგუფ “ბულიონის” წევრი. 

აქციის მონაწილეებმა კანცელარიაში დატოვეს წერილობითი მოთხოვნა პრემიერის სახელზე, რომლის მიხედვითაც მასთან შეხვედრასა და საყდრისის თემაზე საუაბრს ითხოვენ. 

საყდრისის ობიექტს კულტურის ადა ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს კულტურული მემკვიდროებსი ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ხოლო 2014 წლის 13 მარტს წიაღისეულის მომპოვებელ კომანია RMG-ს საყდრისში მიწის სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა იმ მოტივით, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დადასტურდა. 

 

წყლის ნაყვა მთავრობის ადმინისტრაციასთან

არქეოლოგები და მოქალაქეების ჯგუფი ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას და მოითხოვენ, რომ საყდრისში არქეოლოგიური კვლევა გაგრძელდეს. ისინი აქციებს სისტემატურად მარტავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი