ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე მშვენიერი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა – სააკაშვილი

17 სექტემბერი, 2018 • 5115
გიორგი ვაშაძე მშვენიერი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა – სააკაშვილი

მიხეილ სააკშვილი თვლის, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში- “ძალა ერთობაშია” – შემავალი “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე “მშვენიერი პრემიერ-მინსიტრი იქნებოდა”.

ამის შესახებ სააკაშვილმა რ2-ის ეთერში, გადაცემა კვირის აქცენტებში სტუმრობისას ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, პრემიერის თანამდებობაზე მას სხვა კარგი კანდიდატების დასახელებაც შეუძლია, “რომ არ გამოვიდეს, რომ ქვეყანას ორი ვაშაძე მართავს”. როგორც ცნობილია, სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვაშაძეს – გრიგოლს უჭერს მხარს.

“ჩემი კანდიდატი და ჩვენი მთავარი იარაღი, ერთადერთი იარაღი არის გია-გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიოტი, ინტელექტუალი. დღეს ნინო ანანიაშვილთან ერთად იყო და ნინომ ყველაფერი მიატოვა, რომ 2003 წელს გათოშილ, ჩაბნელებულ თბილისში ჩამოვიდა. 2003 წელს, აბა, რა ვიყავით? როგორც კი რევოლუცია მოხდა, ყვეალფერი დაყარა და ჩამოვიდა. რუსეთში სუპერკარიერა მიატოვა, უზარმაზარი შემოსავლებით.

ეს ხალხი იმსახურებს იმას, რომ ისინი იყვნენ საქართველოს ლიდერები, ისევე როგორც ძალიან ბევრი სიანტერესო… მაგალითად, შტაბის  უფროსი ვაშაძე მშვენიერი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა და ბევრი კანდიდატურის თქმა შემიძლია, ვინც მშვენიერი პრემიერი იქნებოდა. არ გამოვიდეს, რომ ორი ვაშაძე მართავს, თუმცა ყველაფერი შეიძლება, პოლონეთში ორი კაჩინკსი მართავდა.

ახალი თაობაც ძალიან საინტერესოა. მე მითქვამს: მზად ვარ ვიყო ის ბილიკი, რომელზეც ახალი თაობა გაივლის. თუ საჭიროა, მზად ვარ თავი გავწირო, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, ახალმა თაობამ გადაირაოს თუნდაც ჩვენს ზურგზე და შექმნას საქართველოს გზა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი