ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 წლის ბავშვი

16 სექტემბერი, 2018 • 1806
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 წლის ბავშვი

წუხელ, ოკამიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, მთავარ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ღამის 01:30 საათზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, პირველად ინფორმაციით, ნისან ფორტეს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზიდან და ხეს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი