ახალი ამბები

სარალიძე, სავარაუდოდ, შიმშილობას წყვეტს, თუმცა აქციებს აგრძელებს

15 სექტემბერი, 2018 • 2124
სარალიძე, სავარაუდოდ, შიმშილობას წყვეტს, თუმცა აქციებს აგრძელებს

ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გადაიყვანეს საავადმყოფოში, შიმშილობას, სავარაუდოდ, შეწყვეტს, თუმცა საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს.

15 სექტემბერს ინგოროყვას კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტთან აქციაზე დაბრუნებას აპირებდა.

დღეს მისმა თანამოაზრემ, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც, კვლავ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს.

10 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციები განაახლეს;

იმავე დღეს სარალიძემ შიმშილობა დაიწყო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით; სარალიძე და მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლემა მკვლელებს აფარებს ხელს და დამნაშავეებს არ სჯის. საპროტესტო აქციები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი