ფილიპინებში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა დამანგრეველი სუპერ ტაიფუნის შედეგად.
ტაიფუნ მანგხუთის სამ მსხვერპლს შორის ორი მაშველია.
როგორც ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, შტორმისას ტალღების სიმაღლემ 6 მეტრსაც შეიძლება მიაღწიოს.
მოსალოდნელია მასიური წყალდიდობები და ზვავები.
ტაიფუნმა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე შეიძლება იქონიოს ზეგავლენა. განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ ადგილებში 50 000-მდე სახლია მოხვედრილი.
მასალა მომზადებულაი The Guardian-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გარეკანის ფოტო: EPA-EFE/FRANCIS R. MALASIG