ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში მივიდა გამოკითხვაზე

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა თანამდებობიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა გამოკითხვაზე. ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია რუსთავი2.

რუსთავი2-ის ცნობითვე, დღეს გოგიას არაფერი განუმარტავს. მან განაცხადა, რომ 17 სექტემბერს დააზუსტებს საქმის დეტალებს.

გადადგომამდე იგი ერთ-ერთ საქმეზე სუს-ში გამოკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ აწარმოებენ გამოძიებას ქრთამის აღების ფაქტზე. სუსი ასევე ადასტურებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელმაც გადადგომის შესახებ საზოგადოებას გუშინ ღამით ფეისბუქით აცნობა, სხვა საქმის ფარგლებშიც გამოკითხეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.