ახალი ამბები

დიღმის მასივში არასრულწლოვანი დაჭრეს

15 სექტემბერი, 2018 • 1465
დიღმის მასივში არასრულწლოვანი დაჭრეს

პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 20 წლის რ.ჩ, რომელსაც ბრალად ედება 16 წლის შ.ჯ-ს დაჭრა.

შსს-ის ცნობით, დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბრალდება ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

შსს ამბობს, რომ თბილისში, დიღმის მასივში თავდამსხმელმა ფეხის არეში დაჭრა არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი