ახალი ამბები

აშშ-ში დამანგრეველ ქარიშხალს, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

15 სექტემბერი, 2018 • 1255
აშშ-ში დამანგრეველ ქარიშხალს, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე დამანგრეველ ქარიშხალ “ფლორენსს”, სულ მცირე, ხუთი ადამიანი შეეწირა 15 სექტემბრის მდგომარეობით.

დაღუპულთა შორის არის დედა ჩვილი ბავშვით. მათ სახლს CBS-ის ცნობით, ხე დაეცა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

BBC-ის ცნობით, ხუთივე შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში და მიმდებარე ტერიტორიებზე ელოდებიან ქარიშხალს. ‘ფლორენსი” მეოთხე კატეგორიის ქარიშხლადაა კლასიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ ქარის სისწრაფემ 250 კმ/სთ-ს შეიძლება მიაღწიოს.

რეგიონში 1.7 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაცია ურჩიეს. ქარიშხალი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გარეკანის ფოტოზე გამოსახული ადამიანის საცხოვრებელ საცხს გიგანტური ხე დაეცა, რის შედეგადაც მისი ოჯახის ორი წევრი — დედა ჩვილ ბავშვთან ერთად — შეეწირა. ფოტო: EPA-EFE/JIM LO SCALZO

მასალების გადაბეჭდვის წესი