ახალი ამბები

გამოვიდა “ცხენი ბოჯეკის” ახალი, მე-5 სეზონი

15 სექტემბერი, 2018 • 2255
გამოვიდა “ცხენი ბოჯეკის” ახალი, მე-5 სეზონი

14 სექტემბერს “ნეტფლიქსზე” გამოვიდა ანიმაციური სერიალი “ცხენი ბოჯეკის” ახალი, მე-5 სეზონი. სეზონის 12-ვე ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია.

ამ სეზონში, The Atlantic-ის მიმოხილვის თანახმად, სერიალის შემქმნელები ჰოლივუდისთვის უკვე კარგად ნაცნობ თემატიკას ეხმიანებიან: მოძრაობა #MeToo-ს (“მეც) — სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

სერიალი ცდილობს, დაგვანახოს, როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ცნობილი, მოძალადე მამაკაცების საჯაროდ დაცვა საზოგადოებაზეო, წერს “ატლანტიკი”.

შოუ 2014 წლიდან გადის.

სერიალის მთავარი გმირია ცხენი, სახელად ბოჯეკი — ოდესღაც წარმატებული სატელევიზიო შოუს (სიტკომის) ვარსკვლავი, რომელიც ისევ ამ “ძველ დიდებას” მისტირის, თუმცა სულ უფრო და უფრო უჭირს ყოველდღიურობასთან გამკლავება.

გულშემატკივრების სიმპათიები ბოჯეკმა, სავარაუდოდ, იმ გულწრფელობით დაიმსახურა, რომლითაც სერიალი ადამიანურ ურთიერთობებს უღრმავდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი