ახალი ამბები

როცა სტუდენტი ამპარტავნდება და უფროსებს აკრიტიკებს, ეს დაღუპვის გზაა – ილია მეორე

15 სექტემბერი, 2018 • 9870
როცა სტუდენტი ამპარტავნდება და უფროსებს აკრიტიკებს, ეს დაღუპვის გზაა – ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ამბობს, რომ თუ სტუდენტი ამპარტავდნება და უფროსებს/მასწავლებლებს აკრიტიკებს, ის ამით დაღუპვის გზას ადგას. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 14 სექტემბერს, ქადაგებისას განაცხადა.

“არის შემთხვევები, როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა, უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ,” – ამბობს ილია მეორე.

ქადაგების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება და ახალი წელი მიულოცა. ილია მეორემ განმარტა, რომ 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია, იგივე ინდიქტიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი