ახალი ამბები

“იბერიის” საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 2 დღეში ლევან ყიფიანი რკინიგზას ტოვებს

14 სექტემბერი, 2018 • 2245
“იბერიის” საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 2 დღეში ლევან ყიფიანი რკინიგზას ტოვებს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. საბჭოს დატოვების მიზეზად ყიფიანი შექმნილ ვითარებას ასახელებს. ლევან ყიფიანი რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოში 2016 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.

 

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, გათავისუფლების თაობაზე ლევან ყიფიანმა ფონდს ოფიციალურად უკვე მიმართა. სსსაქართველოს რკინიგზის” 100% წილის მფლობელი 2012 წლიდან საპარტნიორო ფონდიაფონდის ერთ-ერთ უფლებამოსილებას საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა და გათავისუფლება წარმოადგენს.

“სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მმართველ ორგანოს. მისი წევრები ითვლებიან საქართველოს რკინიგზის თანამდებობის პირებად და ანაზღაურებასაც იღებენ საქართველოს რკინიგზიდან,” – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში. 

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ  საუბარში ტელეკომპანია “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2-ის” ცნობით, სავარაუდოდ, ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

“იბერიამ”  7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი