ახალი ამბები

“მე 73 ათასი ხელმოწერა მაქვს” – ზურაბიშვილი მის საწინააღმდეგო ონლაინ-პეტიციაზე

14 სექტემბერი, 2018 • 4132
“მე 73 ათასი ხელმოწერა მაქვს” – ზურაბიშვილი მის საწინააღმდეგო ონლაინ-პეტიციაზე

“არ აქვს მნიშვნელობა, მე 73 ათასი ხელმოწერა მაქვს, რომელიც მიჭერს მხარს”, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის წინააღმდეგ შექმნილ ონლიან-პეტიციის შესახებ დასმულ კითხვას.

ზურაბიშვილმა ზემოხსენებული ხელმოწერები ცესკოში წარადგინა რეგისტრაციისთვის.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასეთი ფორმა [კანდიდატისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სათქმელად] არ არსებობს.

ზურაბიშვილმა ეს კომენტარი გუშინ ტვ რიონის ეთერში გააკეთა. იმ დროისთვის პეტიციას 2000-მდე ხელომომწერ ჰყავდა, ამჟამად (15:00 საათის მონაცემებით) – 8400-ზე მეტი.

ამავე თემაზე

7 500-მდე ადამიანი ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას პეტიციით ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი