ახალი ამბები

სოფელ ხელთუბნის მაცხოვრებლებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს

14 სექტემბერი, 2018 • 1329
სოფელ ხელთუბნის მაცხოვრებლებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს

სოფელ ხელთუბნის მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. “რადიო თავისუფლების” კორესპონტენტის ინფორმაციით, ხელთუბანში ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. სოფლის მოსახლეობა ამ საქმის სწრაფად გამოიძებას მოითხოვს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობს გზის სამანქანო ნაწილიდან.

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. თავდაპირველად მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაღუპულის ოჯახი მიიჩნევს, რომ 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს და გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ავარიის შედეგად მიყენებული არაა.

“ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოგვიანებით საქმეს სსსკ-ის 117 მუხლიც დაამატეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ ეტყობოდა, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან, ოჯახი კი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

 

სოფელ ხელთუბანთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა საპროტესტო აქციას მართავს. ის და სოფლის მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ. ოჯახი საქმის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს. საქმე თვითმკვლელობის მუხლით არის აღძრული.

Posted by რადიო თავისუფლება on Friday, 14 September 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი