განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 2022 წლისთვის 1500 ლარი იქნება, უმაღლესი საფეხურის პედაგოგების ანაზღაურება კი 2000 ლარს მიაღწევს.
მისივე თქმით, 2019-21 წლებში ხელფასები ასევე გაეზრდებათ დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მანამდე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ სკოლის 10 000-მდე პედაგოგი, მათ შორის, სპეც. მასწავლებლები, გაზრდილ ხელფასს 2018-19 წლებში მიიღებს, 2022 წლისთვის კი ანაზღაურება გასამმაგდება.
ეს განცხადებები იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან, განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციისას გაკეთდა.