მილიონერი მინისტრი მთავრობაში – რა ქონებას ფლობს გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის მილიონერია. ქობულია აქციებს ფლობს სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კომპანიაში.

უძრავი ქონება საქართველოში

2018 წლის 11 სექტემბერს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი დეკრალაციის მიხედვით, გიორგი ქობულია საქართველოში შემდეგ უძრავ ქონებას:

  • საცხოვრებელი სახლი წყნეთში – ნაყიდია 2014 წელს 300 ათას დოლარად;
  • მიწის ნაკვეთი წყნეთში – ნაყიდია 2014 წელს 185 ათას დოლარად;
  • მიწის ნაკვეთი ბეთანიაში – აჩუქეს 2007 წელს;
  • ბინა ფალიაშვილზე, თბილისში – იყიდა 2014 წელს 270 ათას დოლარად;
  • მეორე ბინა ფალიაშვილზე, თბილისში – იყიდა 185 ათას დოლარად;
  • ავტოსადგომები ფალიაშვილზე, თბილისში – 2014 წელს იყიდა 35 ათას დოლარად;
  • მიწის ნაკვეთი და სახლი ბეთანშიაში – იყიდა 2005 წელს 275 ათას დოლარად;
  • ბინა დიდველზე, ბაკურიანში – აჩუქეს 2012 წელს.

უძრავი ქონება მოსკოვში

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულია ცოლთან ერთად მოსკოვშიც ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:

  • ბინა მოსკოვში – შეიძინა 2016 წელს 7.3 მილიონ რუბლად (დაახლოებით 107 ათასი დოლარი);
  • არასაცხოვრებელი ფართი მოსკოვში – შეიძინა 2018 წელს 700 ათას რუბლად (დაახლოებით 10 ათასი დოლარი);
  • ავტოფარეხი მოსკოვში – შეიძინა 2016 წელს 500 ათას რუბლად (დაახლოებით 7 ათასი დოლარი).

ავტომობილები

გიორგი ქობულია ფლობს სამ ავტომანქანას:

  • 2012 წელს შეძენილი პორშე პანამერა ჯტს, რომელშიც ეკონომიკის მინისტრმა 123 453 ევრო გადაიხადა;
  • 2008 წელს  83 ათას ლარად ნაყიდი ტოიოტა ლენდკრუიზერი 20;
  • 2014 წელს 2 140 148 რუბლად (დაახლოებით 31 ათასი დოლარი) ნაყიდი მერსედესი E კუპე.

ფასიანი ქაღალდები ქართულ და უცხოურ კომპანიებში

ქობულია ფასიან ქაღალდებს ფლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში:

  • M2-ის 60 ობლიგაცია – 2016 წელს შეიძინა 60 ათას დოლარად;
  • 511 ობლიგაცია საქართველოს სალიზინგო კომპანიაში – 2017 წელს შეიძინა 551 ათას დოლარად;
  • სტრუქტურირებული ნოტა “საქართველოს ბანკში” – 2017 წელს შეიძინა 250 ათას ევროდ.
  • აქციები “ნორზერნ ტრასტში” – 2016 წელს შეიძინა, დაახლოებით, 2 მილიონ ევროდ და 4 მილიონ დოლარად;
  • აქციები “მაკკინზი და კომპანიაში” – 2007 წელს შეიძინა, დაახლოებით, მილიონ დოლარად.

ანგარიშები ქართულ და რუსულ ბანკებში

გიორგი ქობულიასა და მის ცოლს, ოლგა კორსიკს, ათიაათასობით ლარი დოლარი აქვთ განთავსებული სხვადასხვა ბანშკი

  • ნაღდი ფული – 15 ათასი ევრო;
  • სითიბანკი მოსკოვი – 127 491 ევრო;
  • საქართველოს ბანკი – 14 780 დოლარი;
  • საქართველოს ბანკი – 20 856 ევრო და 1 000 დოლარი;
  • საქართველოს ბანკი – 40 ათასი დოლარი;
  • საქართველოს ბანკი – 554 ათასი დოლარი; 160 ათასი გირვანქა სტერლინგი და 500 ათასი ევრო;
  • სითიბანკი მოსკოვი – 250 650 რუბლი (3 600 დოლარი).

მიახლოებითი დათვლით, გიორგი ქობულიას ქონება 11 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც, თითქმის 29 მილიონი ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.