ახალი ამბები

2018 წლის 6 თვეში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა

14 სექტემბერი, 2018 • 2675
2018 წლის 6 თვეში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში დაიბადა  24 312 ბავშვი. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674). ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება გურიას, იმერეთს, კახეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ზვანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლს, ამ რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი