ახალი ამბები

7 500-მდე ადამიანი ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას პეტიციით ითხოვს

14 სექტემბერი, 2018 • 2980
7 500-მდე ადამიანი ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას პეტიციით ითხოვს

საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს.

პეტიციას ამ დროისთვის [11:30] 7 500-მდე ხელმომწერი ჰყავს.

როგორც პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, ხელმომწერები “ქართული ოცნებისგან” და სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ ზურაბიშვილის კანდიდატურის დაუყოვნებლივ მოხსნას, რადგან მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ის  ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს:

“მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი”, – წერენ პეტიციის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი