ახალი ამბები

სკრიპალების საქმეზე ბრალდებულები იწმუნებიან, რომ სოლსბერიში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ

14 სექტემბერი, 2018 • 1613
სკრიპალების საქმეზე ბრალდებულები იწმუნებიან, რომ სოლსბერიში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ

ბრიტანეთის პოლიციის მიერ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ბრალდებული რუსეთის მოქალაქეები Russia Today-ს ეთერში გამოჩნდნენ და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები უარყვეს.

ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის მტკიცებით, მართალია, სოლსბერიში იმყოფებოდნენ, თუმცა, მხოლოდ ტურისტული მიზნებით – ცნობილი ტაძრის სანახავად.

მათ ასევე უარყვეს, რომ თან ჰქონდათ სუნამოს ჭურჭელი, რომელშიც თითქოსდა მომწავლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” ესხა.

ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, ისინი ლონდონში მიმდინარე წლის 2 მარტს ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, 4 მარტს კი ქალაქ სოლსბერიში გაემგზავრნენ, სადაც სკრიპალების მკვლელობას შეეცადნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი