ახალი ამბები

იმდენი მარიხუანა მომიწევია, რომ შეიძლება მთელ “გირჩს” ერთად არ აქვს მოწეული – ბრეგაძე

14 სექტემბერი, 2018 • 5229
იმდენი მარიხუანა მომიწევია, რომ შეიძლება მთელ “გირჩს” ერთად არ აქვს მოწეული – ბრეგაძე

“ახალგაზრდობაში იმდენი მომიწევია, რომ შეიძლება მთელ “გირჩს” ერთად არა აქვს მოწეული”, – ამის შესახებ “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მცირე აღიარება მინდა გავაკეთო თქვენი ეთერის მეშვეობით. ახალგაზრდობაში იმდენი მომიწევია, რომ შეიძლება მთელ “გირჩს” არ აქვს ერთად  მოწეული. რომ ვიცი, რა საშინელებაც არის მარიხუანა და ვიცი, რა მავნებლობის მომტანიც არის, სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა არ მიიღონ ეს პრეპარატი”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა “ქართული მარში” აქციებს, ბრეგაძე ამბობს, რომ ისინი “ეფექტურად და რადიკალურად” გამოვლენ ქუჩაში.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბრის დილას განაცხადა, რომ “მკაცრად დარეგულირდება მარიხუანის მოხმარება და გამკაცრდება სასჯელი მოხმარების პოპულარიზებისთვის”. ამასთან, მისივე თქმით, მკაცრ რეგულაციებში მოექცევა კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვისაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი