ახალი ამბები

პარლამენტთან აქცია “მამები სიმართლისთვის” მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2018 • 1317
პარლამენტთან აქცია “მამები სიმართლისთვის” მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ აქცია, სახელწოდებით “მამები სიმართლისთვის” მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები არიან პანკისში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
ზაზა სარალიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ღამის გათევას პარლამენტის წინ აპირებს. მისივე თქმით, აქცია არ დაიშლება, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან. ამასთან, ზაზა სარალიძე შიმშილობას აგრძელებს.

საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ 10 სექტემბერს განახლდა. იმავე დღეს ზაზა სარალიძემ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო . სარალიძე და მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს და დამნაშავეებს არ სჯის.

მასალების გადაბეჭდვის წესი