თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. კალაძის თქმით, დღესასწაულის მიმართ დაინტერესება ტურისტებშიც საკმაოდ დიდია.

კალაძის თქმით, სწორედ ტურისტულმა კომპანიებმა მიმართეს მერიას თხოვნით დაესახელებინათ “თბილისობა 2018”-ის თარიღი. დედაქალაქის მერის თქმით, ამიერიდან თბილისობა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება:

“ზოგადად, სექტემბერი ძალიან დატირთულია ფესტივალებით, მიმდინარეობს “შემოდგომის თბილისი”, ასევე ძალიან საინტერესო პროგრამით, და ბოლოს მინდა დავასახელო თბილისობის თარიღი, რომელიც გაიმართება 6-7 ოქტომბერს.

ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიება. გვთხოვენ წინასწარ გავაჟღეროთ და დავასახელოთ ეს თარიღი, რადგან ტურისტების მხრიდანაც დიდია ინტერესი თბილისში ჩამოსვლის და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მომდევნო წლების გნამავლობაში თბილისობა გაიმარტება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას, დავამკვიდროთ ეს წესი”, – თქვა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.