აფიშაახალი ამბებიგართობა

თბილისში, მერიის ორგანიზებით, ქეთი მელუასა და The Tiger Lillies-ს კონცერტები გაიმართება

13 სექტემბერი, 2018 • 3175
თბილისში, მერიის ორგანიზებით, ქეთი მელუასა და The Tiger Lillies-ს კონცერტები გაიმართება

თბილისში, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, ქეთი მელუასა და The Tiger Lillies კონცერტები გაიმართება. ორივე კონცერტი ევროპის მოედანზე ჩატარდება და მათზე დასწრება მსურველებისთვის უფასო იქნება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ორივე ღონისძიება გაიმართება პროექტის ფარგლებში “თბილისის ცის ქვეშ” :

“თბილისის ცის ქვეშ პროექტი გრძელდება და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ევროპის მოედანზე ორი ლეგენდარული ჯგუფი გვეწვევა. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე ქეთი მელუა ეწვევა ბენდთან ერთად ჩვენს ქალაქს და, ვფიქრობ, ეს კარგი საჩუქარი იქნება ქართველი მსმენელისთვის.

ქეთი ძალიან უყვართ საქართველოში და ის მსოფლიო ფიგურაა, მსოფლიოში წარმატებული ადამიანია და ძალიან გაგვიხარდება ყველას ქეთის ჩამოსვლა. ასევე, 21 სექტემბერს The Tiger Lillies, ბრიტანული ბენდი, გამორჩეული არტისტები და მუსიკოსები, რომლებსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ საქართველოში”, – თქვა კახა კალაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი