ახალი ამბები

საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები იგეგმება

13 სექტემბერი, 2018 • 1318
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები იგეგმება

აჭარაში საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა  მამუკა ბახტაძე დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმზე განაცხადა.

“აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან  ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დავაწესოთ მომავალი წლიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ბიზნესით და სერვისით. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. მე რაც  შემიძლია გავაჟღერო, არის ის, რომ ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ კომპანიები მუშაობას.  მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე,   შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში. ამავე დროს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება საერთაშორისო სტანდარტებთან,” _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პრემიერის პატრონაჟით იმართება. მას ორგანიზებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უწევს საზღვაო სააგენტოსთან ერთად.

ფორუმში მონაწილეობას 53 ქვეყნის 400 მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი