ახალი ამბები

პარლამენტის წინ აქცია 13 სექტემბერს განახლდება

12 სექტემბერი, 2018 • 1729
პარლამენტის წინ აქცია 13 სექტემბერს განახლდება

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია დასრულდა, თუმცა აქციის ორგანიზატორები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე რჩებიან და ღამეს იქ გაათევენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ხვალ, 13 სექტემბერს, 7 საათზე განახლდება. აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ.

10 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციები განაახლეს. იმავე დღეს სარალიძემ შიმშილობა დაიწყო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლემა მკვლელებს აფარებს ხელს და დამნაშავეებს არ სჯის.

მასალების გადაბეჭდვის წესი