ახალი ამბები

სვანეთში, გასვენებაში აუცილებელი კერძი იყო კანაფისგან დამზადებული ფხალი – სუბარი

12 სექტემბერი, 2018 • 11277
სვანეთში, გასვენებაში აუცილებელი კერძი იყო კანაფისგან დამზადებული ფხალი – სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარის აზრით, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის ექსპორტზე გატანის საკითხი მისაღებია. სუბარის თქმით, კანაფისგან დამზადებულ წამლებზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

“ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში, ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური მზადდებოდა. ისევე, როგორც ნებისმიერი გასვენების აუცილებელი ინგრედიენტი იყო ფხალი, რომელსაც კანაფის თესლისგან ამზადებდნენ. ცხადია, ამ საკვებში ნარკოტიკის შემცველობა ნულოვანი იყო, რადგან თერმულად მუშავდებოდა. გავიმეორებ, ნებისმიერ გასვენებაში, რადგან სვანეთში გასვენება, როგორც წესი, სამარხვოა, ერთ – ერთი აუცილებელი კერძი კანაფისგან დამზადებული ფხალი იყო,” –  განაცხადა “ტვ პირველის ეთერში სოზარ სუბარმა.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ  “მკაცრად დარეგულირდება მარიხუანის მოხმარება და გამკაცრდება სასჯელი მოხმარების პოპულარიზებისთვის”. ამასთან, მისივე თქმით, მკაცრ რეგულაციებში მოექცევა კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი