ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ჩემი ქართული ენა ზოგისთვის დასაწუნია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12 სექტემბერი, 2018 • 3779
ზურაბიშვილი: ჩემი ქართული ენა ზოგისთვის დასაწუნია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი ქართული ენის ცოდნის ხარისხთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. მან აღნიშნულის შესახებ ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრისას ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, ზოგიერთი ადამიანი მას ქართულის ცოდნის ხარისხს უწუნებს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

“მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით, ზოგჯერ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ნამეტანად მტკიცე; ჩემი ხასიათით, ვის მოსწონს და ვის არა; ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით.

მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადი არის, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის, ისეთი არის. თუმცა მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე.

მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით, იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი ეს არის: მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი