ახალი ამბებირეკლამა

ბიზნესდაჯილდოება 2018 დაიწყო – მოგვიყევი შენი წარმატების ისტორია

12 სექტემბერი, 2018 • 1939
ბიზნესდაჯილდოება 2018 დაიწყო – მოგვიყევი შენი წარმატების ისტორია

17 სექტემბრიდან “თიბისი” ბიზნეს დაჯილდოებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული.

“თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენი იდეოლოგია ამ ქვაკუთხედზე დგას – თუ ჩვენი პარტნიორები და კლიენტები ჩვენთან ერთად არ განვითარდებიან, წარმატებას ვერ მივაღწევთ,” – განაცხადა “თიბისის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა პროექტის პრეზენტაციაზე.

ორი წლის მანძილზე პროგრამაში 1200 ბიზნესი ჩაერთო. პროგრამა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივებაში, ასევე ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში უწყობს ხელს.

ბიზნსესდაჯილდოება 2018-ის პარტნიორები არიან „აწარმოე საქართველოში“, EBRD, Impact Hub, EFSE. თითოეული მათგანი ერთ ნომინაციას წარმოადგენს.  წელს ოთხ ძველ კატეგორიას ორი ახალი დაემატა და ჯილდო შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:

[checklist]

  • წლის ბიზნესი
  • წლის ქართული პროდუქტი
  • წლის ტურისტული ბიზნესი
  • წლის ქალი მეწარმე
  • წლის სტარტაპი
  • ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

[/checklist]

ერთ კომპანიას შეუძლია სასურველი 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირდეს.

[blue_box]ახალი ნომინაციები, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი[/blue_box]

ნომინაცია „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, წვლილი შეაქვთ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა. ხოლო ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ისეთმა კომპანიამ, რომლის წილის მფლობელია ქალი.

„წლის ქალი მეწარმე”-ს კურატორი წელს “იბიარდი” იქნება. ბანკის, რეგიონალური დირექტორის, ბრუნო ბალვანერას თქმით, იბიარდი-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შემოსავლის საკითხი:

“ქალებისთვის უფრო რთულია საკუთარი მიზნების განხორციელება და თვითრეალიზაცია, რადგან ოჯახის პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი ძირითადად მათ მხრებზეა. ძალიან კარგია, რომ ბანკმა ეს ახალი ნომინაცია შემოიღო. ჩვენთვის ძალიან საამაყოა რომ ამ საქმეში თიბისის გვერდში ვუდგავართ,” – განაცხადა ბალვანერამ და აღნიშნა, რომ თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და საქართველოს ეკონომიკას განვითარებაში ეხმარება.


“წლის ქართული პროდუქტის” კატეგორიას უკვე მეორე წელია სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოში” კურირებს. სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის თქმით, ქართული პროდუქტიის პოპულარიზაცია და იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება უმნიშვნელოვანესი მიზანია:

“თიბისი ბანკი გამორჩეულია “ქართული პროდუქტის” პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი პარტნიორი ვიქნებით ყველა იმ საქმეში, რომელიც მეწარმეობის ხელშეწყობას ეხება,” – განაცხადა ხიდურელმა.

[blue_box]ჯილდო ბიზნეს საქმიანობის გამარტივებისა და მხარდაჭერისთვის[/blue_box]
წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებულებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ ჯილდო:

1. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი:

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაიგეგმება და ახალი ვებ-გვერდი მომზადდება.

2. ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია:
იმისათვის, რომ ბიზნესის ღირებულებები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

3. პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა):
ბიზნესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და მისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი შეირჩევა.

რეგისტრაცია 17 სექტემბერს დაიწყება! ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. სიახლეების გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ – გვერდს : www.businessaward.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი