ახალი ამბები

ინიციატივა არის ნაჩქარევი – მარიამ ჯაში მარიხუანის საექსპორტოდ კულტივაციის ლეგალიზებაზე

12 სექტემბერი, 2018 • 1616
ინიციატივა არის ნაჩქარევი – მარიამ ჯაში მარიხუანის საექსპორტოდ კულტივაციის ლეგალიზებაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წევრი მარიამ ჯაში ნაჩქარევად მიიჩნევს სამედიცინო მიზნით საექსპორტოდ მარიხუანის წარმოების შესაძლო დაშვების ინიციატივას.

დეპუტატის თქმით, ამ პოზიციაზე დარჩება, სანამ ინიციატივის თანმდევ არგუმენტებს დეტალურად არ გაეცნობა.

“მე გუშინაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვიდრე ჩემთვის დეტალურად არ იქნება ცნობილი ყველა არგუმენტი, ეს ინიციატივა არის ნაჩქარევი. [ის] შეიცავს რისკებს არამხოლოდ ჩრდილოვან ეკონიმიკაში, რეგულირების პირობებშიც გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების და ნედლეულის მოხვედრის თვალსაზრისით. ეს არის შიდა რისკი”, – აღნიშნა მან.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცავს თუ არა ინიციატივა რისკებს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტშიც, ჯაშმა აღნიშნა, რომ კითხვა ლოგიკურია და აღნიშნული რისკი დღის წესრიგში დგას: “…შეკითხვა ოკუპაციის რეჟიმში არსებულ რისკებთან დაკავშირებული არის ლოგიკური. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ კანონმდებლობით დაშვებული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, განსაკუთრებით დაცული საკანონმდებლო ბაზა სჭირდებათ და ოკუპციის რეჟიმში აღსრულების მექანიძმებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რჩება რისკები”. მარიამ ჯაშის განცხადებით, სრულიად იზიარებს შსს-ს კანონპროექტის პირველ ნაწილს, რომელიც მარიხუანის მოხმარების შესახებ რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს. ეს განცხადებები ქორეპისკოპოსმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა, სახელწოდებით – “ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას.

ექსპორტისთვის კანაფის მოყვანა მკაცრად იქნება დარეგულირებული – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი